უმრავლესობის დეპუტატი დიტო სამხარაძე:
,,მახსოვს, პატარა ვიყავი, ცხონებული ბებიაჩემი საკურთხს რომ აკეთებდა, ფარდებს ჩამოაფარებდა ხოლმე და მე მეუბნებოდა, გარეთ არავისთვის არ მეთქვა! გაგანია კომუნიზმი იყო და ხალხს პირდაპირ ან ირიბად უკრძალავდნენ რელიგიურ თავისუფლებას, რწმენას. 35 წლის შემდეგ იგივე გვჭირს! თურმე ხმამაღლა თუ გავაჟღერებთ მართლმადიდებელობას, ღვთის მორწმუნეობას, ოჯახის, ტრადიციების მომხრეობას და უარვყოფთ გარყვნილ პროპაგანდას, რომელსაც ცდილობენ ჩვენს ბავშვებს მოახვიონ თავზე, რათა სიბინძურეში აცხოვრონ, ე.ი. სტატუსი არ გვეკუთნის და არ შეიძლება რომ მოგვცენ! ადრე კომუნისტები და ახლა ფაშისტი ნეოლიბერალები! მე თუ მკითხავ მათ შორის არავითარი განსხვავება არაა! ისინი ადრე და ესენი ახლა ებრძვიან ჩვენს რწმენას და წარსულს!” – წერს სამხარაძე.