ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ოზურ­გე­თე­ლი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა

ავა­რი­ას ოზურ­გე­თე­ლი ახალ­გაზ­რდა, 20 წლის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე ემსხვერ­პლა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ორი კვი­რის წინ მოხ­და და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გი კლი­ნი­კა­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მოხრხდა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის ქვე­ი­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სამ­ხედ­რო ფო­ტოგ­რა­ფი ზა­ი­რა მი­ქა­ტა­ძე წერს. მისი ცნო­ბით, გი­ორ­გი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი თე­მურ კა­პა­ნა­ძის შვი­ლია:

“მე­ცხრე კლა­სი რომ და­ამ­თავ­რე, და რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბულ მოს­წავ­ლეს, ლეპ­ტო­პი გა­ჩუ­ქეს, თავ­დახ­რი­ლი უს­მენ­დი შენს მა­მი­კოს, შენს წარ­მა­ტე­ბა­ზე რომ გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის კა­ლენ­დრის­თვის ნა­ხა­ტი მოგ­ვი­ტა­ნე – ჯა­რის­კა­ცი გმი­რის მე­მო­რი­ალ­თან. მა­მა­შე­ნის შვი­ლი და­სა­ხა­ტად სხვა თე­მას ვერც აირ­ჩევ­დი. მა­შინ 15 წლის იყა­ვი. თვალს და ხელს შუა გა­ი­ზარ­დე, თვალს ვე­ღარ გაწ­ვდენ­დით. სტუ­დენ­ტი გახ­დი, ოზურ­გე­თი­დან თბი­ლის­ში გად­მოხ­ვე­დი. გული სულ მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის­კენ მი­გი­წევ­და.

ახ­ლაც მშობ­ლებ­თან მი­იჩ­ქა­რო­დი. რას იფიქ­რებ­დი, შენ­თვის, ქუ­ჩა­ში მდგარს, ვი­ღაც გა­თხლე­ში­ლი თუ შე­მო­გას­კდე­ბო­და. ორი კვი­რა იბ­რძო­ლე, გიო. ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ორი კვი­რა გა­მოგ­ვა­ტა­რე. ექი­მე­ბი­დან მო­სუ­ლებს თვა­ლებ­ში შე­მოგ­ვცი­ცი­ნებ­დნენ ნანა და თე­მუ­რი. რა გვეთ­ქვა, რო­გორ გვეთ­ქვა, რო­გორ შეგ­ვერ­ბი­ლე­ბი­ნა მათი ნათ­ქვა­მი, თა­ნაც თავ­საც რომ მოვ­რე­ო­დით… დიდი წნე­ხი გა­მო­ვი­ა­რეთ, შვი­ლო, და ვკვდე­ბი, ახლა, აგერ და შო­რი­დან დაგ­ტი­რი. ჩემო უჭ­კვი­ა­ნე­სო ბიჭო, რო­გორ გვე­ი­მე­დე­ბო­დი შენი მა­მი­კოს მე­გობ­რებს და თა­ნა­მებ­რძო­ლებს. ბო­ლოს ჯა­ბას დაკ­რძალ­ვა­ზე ვი­ყა­ვით ერ­თად. მი­უ­სამ­ძიმ­რე არ­ჩილ ხო­ფე­რია აჩი­კოს, მა­მა­შე­ნის თა­ნა­მებ­რძოლს. რამ­დე­ნი­მე თვე და შენც წახ­ვე­დი. ნე­ტავ, პა­ტა­რა ბრა­ლი მა­ინც მი­გი­ძღვო­დეს შენს სიკ­ვდილ­ში. ალ­ბათ, აზ­რზე მოს­ვლაც ვერ მო­ას­წა­რი, სა­ი­დან შე­მო­ვარ­და შენი ცოდ­ვის დამ­დე­ბი. სიმ­თვრა­ლის გამო გაგ­წი­რა. სი­მა­ძღრის გამო გა­გი­მე­ტა. შენ თვი­თონ კი მთე­ლი დღის მში­ე­რი ყო­ფილ­ხარ თურ­მე. ლუკ­მის ჭა­მაც ვერ მო­ას­წა­რი.

გვიყ­ვარ­ხარ, გიო. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხარ, ჩვე­ნო მო­უს­ვე­ნა­რო ბიჭო. ჩქა­რია, ჩქა­რიო, ხში­რად მო­მის­მე­ნია შე­ნე­ბის­გან. ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლაც გეჩ­ქა­რე­ბო­და” ალ­ბათ. 20 წელი, სი­ცო­ცხლის მხო­ლოდ 20 წელი და უთ­ვა­ლა­ვი – მა­რა­დი­სო­ბა­ში. პი­რა­დად მე, სიკ­ვდი­ლის არ მჯე­რა, მაგ­რამ, მო­ნატ­რე­ბაც ხომ არ­სე­ბობს, შვი­ლო. რო­გორ გა­უძ­ლოს დე­და­შენ­მა აწი გა­სავ­ლელ უშე­ნო, ბნელ დღე­ებ­სა და წლებს…” – წერს მი­ქა­ტა­ძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share