პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული სახელმწიფო მიტაცებულია.
„ჰააგაში სამხედრო დამნაშავედ ცნობილი პუტინის ბრძანებას რომ შეასრულებ, იმ პუტინის მსოფლიო რომ დაუპირისპირდა , როგორც დამნაშავეს , იმის გამო, რაც მან ჩაიდინა უკრაინაში და ამ დასავლეთის რეკომენდაციების შესრულების- ” სტატუსის” მიღების წინ რომ აეროდრომზე ოკუპანტის თვითმფრინავს დასვამ და კიდევ რომ ბედავ “ტლიკინს” უტიფრად- უთავმოყვარეოდ ასეთი კოლაბორაციონალი ხელისუფალი, საკანონმდებლო ორგანოში ქოლცენტრების სქემის გამოსააშკარავებლად კომისიის შექმნას არ ეთანხმები და ამბობ დასავლეთის ქვეყნებს ვენდობით გამოძიებაშიო , კი მაგრამ დასავლეთის მიერ ჰააგაში დამნაშავედ ცნობილი პუტინის ბრძანებებს რომ ასრულებთ ეს როგორ არის, მაშინ ვის ენდობით??? თქვე მართლა მონადშობილნო! კონსტიტუცია ოკუპაციის კანონი თავზე ჩამოახიეს ერს! სახელმწიფო მიტაცებულია!“ – წერს ჩარკვიანი.