”არჩევნები რომ მოდის მაშინ ახსენდებიენ ხალხი, მანამდის არა” – რა დაპირებას ახსენებს ოზურგეთელი გიორგი ტუღუში თალაკვაძეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში  მცხოვრები გიორგი ტუღუში სოციალურ ქსელში ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ბინის შესახებ წერს.
მისი განცხადებით, ავარიული ბინის შეკეთებას არჩევნებიდან არჩევნებამდე ჰპირდება მთავრობა, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა და ხალხს ისევ საცხოვრებლად სახიფათო კორპუსში უწევს ცხოვრება:
”არჩევნები რომ მოდის მაშინ ახსენდებიენ ხალხი, მანამდის არა.  ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ავარიული ბინა დგას, არჩევნებზე  მოდიან და გვპირდებიან გაკეთებას, მაგრამ არ აკეთებენ. დაპირება იციან, შესრულება არა. სანამ რამე არ მოხდება, იქამდის არ  მოგვაქცევენ ყურადღებს.
დროა, ჩვენსკენ მოიხედოთ, თუ არ მოგვხედავთ, არჩევნებზე ნუ მოდიხართ მოგვე ხმა ჩვენ და გპირდებით დაგიდგებით მხარში. ერთი მაგარი მიწისძვრა და დახვავდება და ხალხი დაზარალდება.
ძალინ გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება, ისედაც ბზარებია გაჩენილი. მივმართავ მთვრობას კერძოდ თალაკვაძეს და თუ არ მოგვქცევთ ყურადღებს, არჩევნებზე ნუ მოდიხართ ტყულა” – წერს ტუღუში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share