მოკრძალებულად გირჩევთ, პირველ რიგში თქვენ მოუსმინოთ საქართველოს ხელისუფლებას – თალაკვაძე ჟურნალისტებს

“მოკრძალებულად გირჩევთ, პირველ რიგში თქვენ მოუსმინოთ საქართველოს ხელისუფლებას”, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

მოკრძალებულად გირჩევთ, პირველ რიგში თქვენ მოუსმინოთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოთ თქვენს საზოგადოებას, თქვენი მოქალაქეების ხმას. ის, რა სჭირდება საქართველოს და რა სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში და ასევე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება იყოს დაცული, – ამბობს თალაკვაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share