პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი ტვ პირველთან ხელისუფლებას აკრიტიკებს. მთავარი საკითხი ლევილის მამულია. პრეზიდენტის ძმა ამბობს, რომ ლევილის აღდგენითი სამუშაოები კულტურის სამინისტრომ დაიწყო, მაგრამ შინაარსს და დატვირთვას ყურადღება არ მიაქცია.
მე მგონია, რომ არის ცოტა პოტიომკინის სახით გაკეთებული ყველაფერი. ე.ი. გარეგნულად უნა იყოს ლამაზი, მაგრამ შიგნით რა არის და რამიზნები აქვს სინამდვილეში, ეს არავის აინტერესებს. ერთს მაგალითად მოგიყვანთ, უნდა იყოს სუვენირების მაღაზია გაკეთებული ამ ადგილას. გვჭირდება სუვენირების მაღაზია? ვინ მოვა იქ, რომ საქართელოს სუვენირები იყიდოს? ეს არის ჩვენი ინტერესი? რესტორანია ჩვენი ინტერესი? ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რაც არის ჩვენი ფასეულებები. ამის ჩართვა პოლიტიკურ გარემოში არ არის კარგი აზრი, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ოთარ ზურაბიშვილი ასევე არ მალავს, რომ დღეს დიასპორის როლი დაკნინებულია. უცხოეთში მყოფ ეთნიკურად ქართველებს მოქალაქეობის მიღებაც კი უჭირთ, საქართველოში კი ვერ ჩამოდიან, რადგან სამუშაო არ ეგულებათ.
ამაზე არის დიდი საფიქრალი. რამდენია ჩემს ირგვლივ საფრანგეთში 30-40 ქართელი ძალიან კარგ დონეზე, მაგრამ ვერ ბრუნებიან, სამუშაო არ არის აქ მათთვის, მათი ადგილი არ არის აქ. თუ სურვილი გვაქვს, რომ ეს ხალხი მოვიდეს, დაბრუნდეს საქართველოში არის საჭირო, ჯერ ერთი, შესაძლებლობა მივცეთ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ეკონომიკური და სხვა, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. 27 მაისს არის შეკრება დიასპორის. ეს არ არის საკმრისო. საკმარისი არ არის, რომ იყოს ცეკვა-სიმღერა. არის საწირო რომ გაკეთდეს კულტურული წრეები, რომ იყოს მუშობა ერთად, იყოს გეგმები.., – ამბობს ზურაბიშვილი.
არ ჩანდა არსად ევროპული დროშა. მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღეს საჭიროა იყოს, როგორც გავაკეთეთ წინა წლებში. რატომ არ უნდა იყოს ამ წელს? სწორედ ამ წელს, როცა ახლოვდება ჩვენი ევროპის კანდიდატობის შესაძლებლობა? ამიტომ მოვიხურე ევროპული დროშა. ხალხისთვის არის საჭირო, რომ ნათლად ითქვას, რა მიმართულებით მივდივართ, – ამბობს ზურაბიშვილი.