ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ოზურეგთში გზის შენების პროცესზე საუბრობს:
”როგორ ხდება გზის შენება ქოცურად ოზურგეთში. გურიაში ბიძინა ივანიშვილი ბუდობს და მასთან დაახლოებულ გარემოცვას, კონკრეტულად კი ილა კეჭაყმაძესთან დაახლოებულ ადამიანებს 300 000 ლარიანი ტენდერი მისცეს და ეს კონკრეტული ლოკაცია არის ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჟდომარის, ბექა თოიძის სამაჟორიტარო ოლქი და ფაქტია, რომ გაჩერებულია მშენებლობა და არაფერი ხდება და იმდენი ხანია, ეს ქვიშა აქ ყრია, რომ ზედ ბალახიც კი არის ამოსული. ესაა ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ აშენებენ და ამასობაში როგორ იტაცებენ ხალხის ფულს ბიძინა ივანიშვილტან დაახლოებული პირები. ახლა განახებთ მაკვანეთი-ლიხაურის დამაკავშირებელ გზას , რომელიც უკვე ჩაბარებულია. ახალ დაგებულ გზაზე , რომელიც სულ ერთი თვის დაგებულია, გადაკერებულია გზა. აი ასეთი გადაკერებული გზა ჩაიბარეს უპრობლემოდ და შემთხვევით არ ხდება ეს იმიტომ, რომ გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი დაგებულია კომპანიის მიერ, რომლის დირექტორიც ავთანდილ თალაკვაძესთან დაახლოებული პირია.” – აცხადებს ნიკოლაშვილი.