ფეისბუქ-გვერდი ”გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” სოციალურ ქსელში მდინარე ბჟუჟის ხეობისსაფრთხეზე წერს:
”მდინარე ბჟუჟის ხეობა საფრთხეშია.
სოფელ გომის ზევით ხეობაში, ზღვის დონიდან 1400 მ. იგეგმება სამი მცირე ჰესის კასკადის მშენებლობა, რომელთა სიმძლავრე ჯამში 6 მგბ-ია, ხოლო მდინარე 7 კლმ მანძილზე გაივლის დერივაციულ მილში.
ჰესისკენ მიმავალი გზა კეთდება, ხეები იჭრება, ოღონდ როგორც დღეს პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, პროექტი არ არის დასრულებული.
რადგან 2 მგბ სიმძლავრის ჰესებად არის დაყოფილი, არც გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიომრავალფეროვნების კვლევა არ ააქვთ.
არგუმენტად მოიყვანეს მიზეზი არ სჭირდებაო ასე მცირე ჰესებს გარემოზე ზემოქმედების კვლევა საქართველოს კანონმდებლობითო.
წყლის ეკოლოგიური ხარჯიც სტანდარტულად საშუალო წლიური 10% ია.
არც მოსახლეობა, მედია და გარემოსდამცველები ჩაუყენებიათ საქმის კურსში, ჩუმად მიმდინარეობდა ურთულეს ხეობაში გზის შეყვანის სამუშაოები და მოჭრილი ხეები ფერდობებზე ყრია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს პარვუს ბასრას (ს.კ. 405564438) შორის დადებულია ხელშეკრულება/მემორანდუმი დაუსრულებელ-გამოუკვლეველ პროექტზე.
დარღვევები, ბუნდოვანება სახეზეა.
შეხვედრებიც ახლა ჩაინიშნა, რადგან მედიამ, გარემოსდამცველებმა გავააქტიურეთ თემა და ასევე უკმაყოფილოა ადგილობრივი მოსახლეობაც.
სოფელი გომი, შემოქმედი უნიკალური ტურისტული ზონაა და ბჟუჟს რომ გომის ტყეში 7 კმ ზე მილში მოაქცევ, 8 ბალიან სეისმურ ზონაში, კვლევა არ უნდა ამას? რავა წისქვილებს აშენებთ?რატომ არ გვინდა დავამკვიდროთ გარემოსდაცვითი ევროპული სტანდარტები?” – წერს ფეისბუქ-გვერდი.