თქვენ შვილს რომ ასე მიუვარდეს ვიღაც იარაღით, რა რეაქცია გექნებათ? – თსუ-ში ნაცემი ნიკა შველიძის მამის მიმართვა უკრაინიდან

დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური ძალადობის დროს დაშავებული სტუდენტის, ნიკა შველიძის მამა, დათო შველიძე უკრაინაში იბრძვის. ქართველი ჯარისკაცი იქ ომის დაწყების დღიდანაა. დათო შველიძემ მიმართვა ჩაწერა და ხელისუფლებას ურჩია, არ დაუპირისპირდეს ახალგაზრდებს, რომლებიც ქვეყნის პრორუსულ კურსს აპროტესტებენ. მიმართვა გაავრცელეს უკრაინაში მებრძოლმა სხვა ქართველებმაც. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჯარისკაცები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაანებონ თავი ახალგაზრდებს, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი სურთ.

შეგახსენებთ, დღეს თსუ-ში ირაკლი კობახიძის ლქეციის პარალელურად სტუდენტების ნაწილი პროტესტის გამართავას გემავდა, თუმცა მათ იქ “ოცნების” აქტივისტები დაახვედრეს, რომლებიც ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ.

ჩხუბის დროს, შველიძე კიბიდან დააგორეს, რის გამოც ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მოხვდა.

უკვე საავადმყოფოში კი ხმაური მოჰყვა მის პალატაში შეიარაღებული პირის გამოჩენას, რომელიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა.

თსუ-ში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარზე – 353-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share