ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელს წარმოებაში მიიღო – რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ, განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროსასამართლომ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სარჩელი დასაშვებად ცნო.
საქმეს „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე, საქართველოს არგუმენტები არის ძალიან მყარი ამ საქმეში და ბუნებრივია, საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა”- თქვა მან.