ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველა დუმდა – პირველი ინტერვიუ ქალთან, რომლის გადასარჩენადაც შვილს მამა შემოაკვდა

21 წლის კახა კობახიძეს მამის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება – “შაბათის ეთერმა”  პირველი ინტერვიუ ჩაწერა ქალთან, რომლის გადასარჩენადაც შვილს მამა შემოაკვდა.

ნათია ჩაბროდაშვილის ცხოვრება თავდაყირა მიმდინარე წლის 11 მაისს დადგა.  45 წლის ქვრივი ჰყვება, რომ მისმა მეუღლემ საბედისწერო დღეს, ჯერ ის შვილების თანდასწრებით სცემა, ქალი გაიქცა, ამ დროს ქმარი დანით დაედევნა, შეიარაღებული მამის გაჩერებას  დედის და მცირეწლოვანი ძმის გადასარჩენად 21 წლის კახა კობახიძე შეეცადა, მამა შვილს შორის შეხლა-შემოხლა კი 48 წლის კაცის სიკვდილით დასრულდა.

ახალსოფელში, კობახიძეების  ოჯახში 11 მაისს კობა კობახიძე  მეზობლის დაკრძალვიდან სახლში შუადღეს ნასვამი დაბრუნდა. ნათია ჰყვება, რომ შინ დაბრუნებულმა კაცმა ჩხუბი უმიზეზოდ  დაიწყო და სახლში ნაჯახით  ყველაფერი დაჩეხა.

აგრესიულ ქმარს ნათია გაექცა და თავი მეზობელს შეაფარა. თამარ გაბიტაშვილი „შაბათის ეთერთან“  ადასტურებს რომ ქალი მასთან ანერვიულებული მივიდა და შველა სთხოვა. მეზობლებმა ძალადობის მსხვერპლი ქალის გადამალვა ვერ მოასწრეს და ქმარმა სახლში ძალით წაყვანა.

ამ დრო სოფელში არც ერთ მეზობელს პოლიციის გამოძახებაც კი არ უფიქრია. “სხვისი ოჯახის საქმეა, ამ პრინციპის გამო მსხვერპლი ქალის ტრაგედიაზე ყველა გაჩნდა”.  ქვრივის  მტკიცებით შინ იძულებით დაბრუნების შემდეგ ქმარმა შვილების თვალწინ სცემა. საბოლოოდ კი  ოთახიდან დანა გამოიტანა და ცოლ-შვილს მკვლელობით ემუქრებოდა. მშობლების გაშველებას და დედის  გადარჩენას ამ დროს 21 წლის კახა არასრულწლოვან ძმასთან ერთად ცდილობდა, დედა სახლიდან მეორედ გაიქცა.

მკვლელობაში ბრალდებულმა დედის გადარჩენა შეძლო თუმცა სასიკვდილო ჭრილობა თავდაცვის  დროს  მამას მიაყენა – კობა კობახიძეს შვილმა  დანა გულში  ორჯერ ჩაარტყა.  საზარელი დანაშაულის შესახებ მან პოლიციას ყველაფერი თავად მოუყვა.

დაკავებისთანავე კახა კობახიძემ დანაშაული აღიარა .ბრალდებულმა – პოლიციის განყოფილებაში კი მკვლელობის მოტივთან ერთად მასზე და მის ოჯახზე  წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის ფაქტებიც დეტალურად მოყვა.

ახლა ახალსოფელში ყველა კობახიძეების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე ლაპარაკობს -ა დგილობრივები დეტალურად ჰყვებიან  როგორ ხდებოდნენ ყოველ დღიურად ძალადობის ფაქტების  თვითმხილველები, თუმცა რატომღაც ამ სოფელში არავინ აღმოჩნდა ისეთი ვინც ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციას პოლიციას მიაწოდებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share