“მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები!”, – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები! და საერთოდ, ჭიათურა ერთ-ერთი უმდიდრესი რაიონი უნდა იყოს და სიღარიბეში არ უნდა ცხოვრობდეს!, – წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, 10 მაღაროელი მეათე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.
ამის შემდეგ “ჯორჯიან მანგანეზმა” განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ხელფასები 5%-ით გაზარდოს. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის ეს პოზიცია მათი დაცინვაა.