29 – 30 ივნისს ქ. ბათუმში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში ლევან შავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში , საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები.
II ადგილი
ლუკა ფიფია – 65 კგ
III ადგილი
რამაზ ხმალაძე – 60 კგ
ნიკოლოზ თოდრაძე – 65 კგ
ზურა სადრაძე მესამე – 71 კგ
გიორგი ტაკიძე მესამე – 71 კგ
ოზურგეთელთა გუნდი ასპარეზობისთვის ძმებმა ზურაბიანებმა , ლაშა გუჯაბიძემ, კახაბერ აბაშიძემ და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.