“ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა კრიტიკულია! სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მისთვის!” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უკრაინელი პოლიტიკოსი და რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტოებს აქვეყნებს დღევანდელი სასამართლო პროცესიდან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად, ვივა მედიდან ჩაერთო:
”ამ ფოტოებზე ძლივს ამოიცნობთ სააკაშვილს. ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ! საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს უნდა მისცეს მისი მონახულების უფლება და ასევე, სასწრაფოდ უნდა გადაყვანონ სამკურნალოდ! ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა კრიტიკულია! სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მისთვის! ” – წერს გონჩარენკო