გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინაში დაკარგული ბავშვების დახმარების საერთაშორისო პროგრამა – სააკაშვილი

გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა – ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

“გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების, აბდუქციის მსხვერპლი, დაღუპული ჯარისკაცების შვილების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა/ინიციატივა.
მინიმუმ 15 ათასი ასეთი უკრაინელი ბავშვია გატაცებული უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არის იძულებით გაშვილებული ოკუპანტი ქვეყნის ოჯახებში და განთავსებული ბავშვთა სახლებში, ამ ომს უკვე 535 ბავშვი ემსხვერპლა, ბევრ ბავშვს დაუხოცეს მშობლები, მაგრამ მათ ეძებენ ნათესავები და უკრაინის სახელმწიფო.
ჩემი ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობის პირობებშიც კი, განსაკუთრებით განვიცდი ბავშვების ტრაგედიას, როგორც მშობელი და როგორც უკრაინის ქართველი მოქალაქე.
სოფო ჭყონიას აქვს ჰუმანიტარული საქმიანობის დიდი გამოცდილება, ვთხოვ ყველა ჩემს მომხრეს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში – ჩაერთონ ამ საქმეში, მოგვეხმარონ ინფორმაციის შეგროვებაში და ბავშვების გაყვანაში.
ჩვენ გვექნება საკუთარი Youtube არხი, სადაც ოპერატიულად მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას, ინიციატივა ამუშავდება 2 აგვისტოს, გთხოვთ, მომაწოდოთ სრული ინფორმაცია მისამართზე: Forhelp114@gmail.com” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოცილაურ ქსელში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share