“ერთს დავამატებ ამ დროში კიდევ უფრო მეტად ნათელი გახდა რა ტრაგედიას გადაარჩინა მთელი ერი ამ ერთმა ადამიანმა! ბევრი დაწერს ახლა პრეტენზიებს კრიტიკას და სხვა პრობლემებს მაგრამ ერთს გეტყვით დღეს შავები რომ არ გაცვიათ და ათასობით დედა არ სტირის აი ამ ადამიანის უდიდესი ავტორიტეტის ყოველ წამიერი ფიქრის მოქმედების და მთელი ცხოვრების ნაშრომის სასწორზე დადების ფასია! ბევრი მილიარდელი და მილიონერი გვყავს მაგრამ ზედმეტ სიტყვასაც არ ამბობენ ვაი თუ სანქციები არ შემეხოსო…. აი ამიტომც არის ბიძინა ივანიშვილი ერისთვის შეწირული ადამიანი! ზუსტად ამიტომც არ დავიღლები ვსთქვა საჯაროდ არ ყოლია სადარი ერისკაცი თანამედროვე მსოფლიოს როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი! ვიცი თვითონაც არ უყვარს ამის აფიშირება და ვიცი საყვედურსაც მივიღებ მაგრამ სამშობლოსთვის დაგროვილ მადლს ვერ დაუკარგავ მას, რადგან სამაგალითო იყოს მისი ღვაწლი მომავალი თაობისთვის!”
ლუკა-ელდარ კურტანიძე, სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი.