გურიის სოფლის მასწავლებლები

ჩემი აზრით გურულების თავგადასავალში (1860-1924 წლებში) ყველაზე უფრო საინტერესო პერსონაჟი “სოფლის მასწავლებელია”.
.
გურულმა სოფლის მასწავლებლებმა გურიაში შექმნეს უნიკალური საგანმათლებლო სისტემა, რომელშიც შედიოდა აკეთის (1892 დაარსეს მასწავლებელებმა არსენ წითლიძემ, ლავრენტი წულაძემ, ისიდორე რამიშვილმა) და შემოქმედის (1899) დიდი წინთსაცავები (ე.წ. გურიის ცენტრალური ბიბლიოთეკა), ამის პარალელურად თითქმის ყველა სოფელში დაარსეს სამკითხველოები, რომლებიც იწერდნენ წიგნებს წიგნთსაცავებიდან თავინათი სოფლის მოსახლეობისათვის და ამავე სისტემის ნაწილი გახლდათ წიგნადი ფონდის ეფექტური ბრუნვა.
.
შეიძლება გურიის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად განვიხილოთ მიქელაიშვილის და თავართქილაძის სტამბა ოზურგეთში, ამ სტამბის მთავარი ხიბლი ის გახლდათ, რომ ბეჭდავდა იაფ და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ წიგნებს.
.
ამავე საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები, განსაკუთრებით პოპულარული იყო თეატრალური წარმოდგენები, რა დროსაც მასწავლებელები იყვნენ რეჟისორებიც და მსახიობებიც. ძალიან ხშირი იყო სხვადასხვა ცნობილი პირის მოწვევა გურიაში საჯარო ლექციების გამართვის მიზნით.
.
გურიის სკოლებში საგნების გარდა ბავშვებს ასწავლიდნენ სხვადასხვა ხელობასაც, განსაკუთრებით პოპულარული იყო აგრონომია, ამ დარგში ყველაზე უფრო ცნობილი პიროვნება გახლდათ მასწავლებელი გიგო შარაშიძე.
.
გურული მასწავლებელები არამარტო გურიაში მოღვაწეობდნენ, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში ამ მხრივ ალბათ ყველაზე გამოჩენილი პიროვნება გახლდათ გორში მოღვაძე მასწავლებელი ტარასი მამალაძე, რომელის წვლილიც გურიის ეთნოგრაფიული მასალის შეგროვებაში ძალიან დიდია.
.
ასევე საინტერესო პიროვნებაა მასწავლებელი რაჟდენ კონტრიძე, რომელმაც 1891 წელს თავისი სახსრებით ააშენა სკოლა ქობულეთის ქაქუთში და თავადვე ყიდულობდა წიგნებს მოსწავლეებისათვის. აკეთელი მასწავლებელი არსენ წითლიძე სენაკში მასწავლებლად გადაიყვანეს 1902 წელს, 1905 წელს კი წითლიძე უკვე სენაკის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო არსენ წითლიძის საგანამანათლებლო საქმიანობა ხუცუბანში.
.
რა თქმა უნდა წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი ყოველივე ზემოხსენებულში დიდია, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ სწავლა განათლების მხრივ გურია ყველაზე მოწინავე იყო სწორედ მასწავლებლების თავდაუზოგავი მუშაობით.
.
სწორედ გურიის სოფლის მასწავლებელები გახლდათ 1902-1906 წლების „გურიის მოძრაობის“ ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავე მოძრაობას თამამად შეიძლება ეწოდოს გურიის „სოფლის მასწავლებელების მოძრაობა“, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ამავე მოძრაობის ათვლის წერტილი 1902 წელ მასწავლებელ გრიგოლ ურატაძის გამოსვლა გახლავთ ნაფიცვარას მთაზე.
.
1917-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებაში მრავლად იყვნენ გურული მასწავლებლები, რომლებიც ასევე დიდ მონაწილეობას ღებულობდნენ ამავე პერიოდში სხვადასახვა მაზრის ერობის ანუ თვითმმართელობის მუშაობაში.
.
1924 წელს გურიაში ბოლშევიკების მიერ გამოგზავნილი ჯალათი საშა ობოლაძე მოკლეს. ობოლაძის მკველობის შემდეგ მაშინდელმა ჩეკამ შურისძიების სახით ოთხმოცამდე ადამიანი დახვრიტა (კვაჭალათის და ბეგოს ტერიტორიაზე), დახვრეტილთა დიდი ნაწილი სრულიად გამიზანმიმართულად სწორედ სოფლის მასწავლებლები გახლდათ, ეს ტრაგიკული ფაქტიც თვალნათლივ გვიჩვენებს სოფლის მასწავლებლების ძალიან დიდ გავლენაზე გურიაში.
მოამზადა კახა ჩავლიშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share