ოზურგეთი-გომისმთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოზურგეთი-გომისმთის გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

როგორც ამ წუთებში “გურიის მოამბეს” სოფელ გომიდან აცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთი-გომისმთის მეშვიდე კილომეტრზე მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა უცხოელებს შეემთხვათ, მათივე თქმით, დაღუპულია ეროვნებით უკრაინელი. დარაჩენების მდგომარეობაზე ადგილობრივები ინფორმაციას არ ფლობენ.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილისაკენ მიემგზავრებიან სამედიცინო და  სამაშველო სამსახურების წარმონადგენლები. ასევე ჩვენი გადამღები ჯგუფიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share