ამ წუთებში გომის მთიდან ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს სამი დაზარალებული ოზურგეთის მედ-ალფას კლინიკაში გადაჰყავთ.
ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენიტის ექსპერტ-კრიმინალისტები და შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.
დღეს ოზურგეთი-გომისმთის მეშვიდე კილომეტრზე გომისმთის ტყეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სამი დაზარალებულის ტრანსპორტირება ამ წუთებში მიმდინარეობს სასწარფო სამედიცინო სამსახურის ოზურეგთის მედ-ალფას კლინიკაში.
აბტოსაგზაო შემთხვევა ტურისტულ ჯგუფს შეემთხვა, რომლებიც გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მოძრაობდნენ ჯიპის მარკის ავტომანქანით. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ეროვნებით უკრაინელი გიდი, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც ტურისტული ჯგუფის წარმომადგენელი ვალერი ფერაძე ჩვენთან აცხადებს, ავტომობილში შვიდი ტურისტი და ერთი მძღოლი იმყოფებოდნენ , ტურისტები ეროვნებით რუსები უკრაონელები და ქართველები არიან.