”მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის. რუსეთის დახმარება სანქციებიდან გვერდის ავლაში, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ სწორ სვლას ჰგავს. (ირონიულად)” –
წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაფორმდა. საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის დამყარებაზე განცხადება დღეს გაავრცელა.