AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„წაპეპლეთ ტვინი ” ჩვენს შვილებს ნუ შეეხებით”, როცა ჩვენი შვილების მომავალს ეხებით და ანგრევთ!
აგერ, ხელში მაკვდება 8 წლის ბავშვი, რომლის ჯანმრთელობაც სახელმწიფომ ფეხებზე დაიკიდა (რამდენია ასეთი იცით?!)
სხვის შვილებსაც აქვთ ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება!!!
უსამართლობაა, როდესაც საკუთარზე ზრუნავ, კვირაში მინიმუმ ერთხელ, უცხოურ კლინიკებში აგზავნი მის შარდსა და განავალს და ფეხებზე გკიდია ათასობით ბავშვის სიცოცხლე!
დიახ გამწარებული ვარ! სიკვდილია ჩემთვის, მოსაცდელში მყოფ მშობლებს შევხედო თვალებში და ვუთხრა ” ვწუხავარ დააგვიანეთ”, – წერს სულაშვილი.