”გადარჩენილი ადამიანი ხელისუფლებისთვის საშიშია! რადგან არ მოკვდა, გაჩუმდეს მაინც! სიმართლე საშიშია!”

“სტიქიას გადარჩენილ ადამიანს უნდა დასცინონ, ის უნდა დაამცირონ, ფსიქოლოგიურად გატეხონ, თავი ამართლებინონ. ისეთი სტატუსები დაუწერონ, რაც მის ბრძოლას ბავშვის გადარჩენისთვის, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის გააუფასურებს. გული უნდა ატკინონ.

ცინიზმმა უნდა გაიმარჯვოს სიკეთეზე, სიყვარულზე, ზრუნვაზე, ბრძოლაზე, წინააღმდეგობაზე.

მიზეზი – გადარჩენილი ადამიანი ხელისუფლებისთვის საშიშია !

მიზანი – გაჩუმდეს ! რადგან არ მოკვდა, გაჩუმდეს მაინც ! სიმართლე საშიშია !

ამას ,,ქართული ოცნების” მომხრეებისთვის არ აკეთებენ. უფრო მნიშვნელოვანია, დასცინონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ფიზიკურად გაუსწორდნენ სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის თვალში. იმ ხალხის თვალში, ვინც დააფასა ეს ადამიანი.

ადამიანმა ხელი უნდა ჩაიქნიოს ყველაფერზე, დანებდეს, გაჩუმდეს და არასდროს გაეჩხიროს რეჟიმს თვალში ან წავიდეს ამ ქვეყნიდან.

უპასუხეთ შეკითხვას, რატომ ებრძვის ამა თუ იმ ადამიანს ხელისუფლება. უპასუხეთ შეკითხვას, რატომ მიიჩნევს ხელისუფლება ამა თუ იმ ადამიანს საშიშად. სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხია მთავარი. თუ ასე შევხედავთ, ხელისუფლება მიზანს ვერ მიაღწევს.

ჩვენზე ვერ უნდა იქონიოს გავლენა ხელისუფლების პროპაგანდამ, ჩვენს თვალში ვერ უნდა გააფერმკრთალონ ამ ახალგაზრდა კაცის თავგანწირვა. ჩვენა ვართ სამიზნე აუდიტორია, ჩვენთვის კეთდება ეს ყველაფერი.
ის ბიჭი მაგარი ჩანს. ბევრისთვის უნდა გახდეს მაგალითი, რომ დაცინვის, შეურაცხყოფის, დამცირების მიუხედავად, ვერ ერევიან. ამიტომ მის წინააღმდეგ უფრო აგრესიულები ხდებიან.

ჯერ მატყუარა უწოდეს, რა არ აკადრეს, მერე დასცინეს. ფიქრობენ, რომ დაცინვით და შეურაცხყოფით გატეხენ. ვარაუდობენ, რომ ამ გზით მთლიანად ამ უმძიმეს ისტორიას გააბანძებენ. ვიღაცები აგდებულად ილაპარაკებენ, ვიღაცებს ცინიკურ სტატუსებს დააწერინებენ და იმედი აქვთ, რომ ამ მეთოდით სასაცილოდ აქცევენ. არ დაგვავიწყდეს – სამიზნე აუდიტორია კი ჩვენა ვართ. ჩვენს თვალში უნდათ მისი სახელის გატეხა. ასეთი ბოროტია რეჟიმი.

დასასრულ, ისე და ისევ – არ დაგვავიწყდეს შეკითხვა საკუთარ თავთან, რატომ აკეთებენ ამას, რატომ ებრძვიან ? ამ შეკითხვაზე პასუხი ყველაფერს დაალაგებს.”

წერს ვახო სანაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share