ოზურგეთელი მოჯირითე თორნიკე თოდრია ,, ბახმაროს თასი 2023″ პრიზიორი გახდა!
კურორტ ბახმაროში წელს ტრადიციული დოღი რაჭაში, შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო მოკრძალებულად აღინიშნა.
წირვა და საცხენოსნო ღონისძიება, კურორტზე მყოფი და ტურისტად ჩასული ადამიანები ბახმაროში გამართულ სახალხო დღესასწაულზე წელს მხოლოდ საეკლესიო რიტუალს დაესწრნენ და სპორტული შეჯიბრი, მარულა ნახეს.
,,ბახმაროს თასი 2023 ” – ში იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საცხენოსნო სექციის სპორტსმენმა თორნიკე თოდრიამ, რომელიც ამავდროულად ,, ბახმაროს თასი 2022 ” გამარჯვებულია.
თორნიკე თიდრიამ მთავარ გარბებზე ( ,,ბახმაროს თასი – 2023 ” , 4800 მ ) II ადგილი დაიკავა. რაც შეეხება
2400 მ გარბენს ( ნახევრადსისხლიანებში) III ადგილზე გავიდა. ხოლო 1200 მ ( შერეული ჯიშის ცხენებში) ისევ III ადგილი დაიკავა.