“უკრაინაში დიპლომატიურად მდიდარი შემოდგომა იქნება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს რათა უკრაინა დაიცვას მათგან, ვინც ასუსტებს.
„ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ საერთაშორისო ღონისძიებებს შემოდგომისთვის, ახალ ნაბიჯებს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რამაც უნდა გააძლიეროს უკრაინა. შემოდგომა დიპლომატიური თვალსაზრისით მდიდარი იქნება… მომავალი კვირისთვის ვემზადებით. იქნება სპეციალური, შიდაპოლიტიკური შეხვედრები. ისინი უკვე დაგეგმილია. რაც შეეხება საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს… რაღაც, რაც აუცილებლად დაიცავს ჩვენს სახელმწიფოს ყველასგან, ვინც მის დასუსტებას ცდილობს, ვინც, სამწუხაროდ, უკრაინაზე არ ფიქრობს, თუმცა სახელმწიფო სისტემაში პოზიციებს იკავებენ. უკრაინის სიძლიერეს ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ბახმუტის მიმართულებით მებრძოლ უკრაინის დამცველებს.