ვინ გახდება “ოცნების” ლიდერი ადგილზე-ოზურგეთში კოტე შევარდნაძის დაკავება იგეგმება

მთავრობიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, ოზურგეთის მერის მოადგილის, ნათია გოლიაძის მეუღლის, კოტე შევარდნაძის დაკავება იგეგმება.

შევარდნაძე ამჟამად, ოზურგეთის მდინარეებში, ქვიშა ხრეშის უკანონო მოპოვებითა და რეალიზაციითაა დაკავებული, თუმცა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-მისი  მონაწილეობით, შსს მაღალჩინოსანზე, მერაბ ჭანუყვაძეზე განხორციელებულ, ფიზიკურ თავდასხმას უკავშირდება.

საქართველოს მთავრობის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ძმები ჭანუყვაძეებისა (მერაბი და შოთა) და ძმები თალაკვაძეების (ავთანდილი და არჩილი) დაპირისპირება პირველების გამარჯვებით დასრულდა:

“შოთა ჭანუყვაძემ, თავისი ძველი არხებით, შეძლო არჩილ თალაკვაძის გარემოცვის დამარცხება, და ახლა ამ უკანასკნელის მომხრეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხს აგებს ყველა ვინც მერაბ ჭანუყვაძის უმოწყალო ცემაში მიიღო მონაწილეობა, ერთერთი მათგანი, დათუნა გოლიაძე უკვე გამოგდებულია შსს დან, ახლა კოტე შევარდნაძისა და ავთანდილ თალაკვაძის დრო დადგება” გვიყვება წყარო, “ქართული ოცნებიდან”.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ბევრი რამ მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებზეც გამოჩნდება, სადაც ძმებ თალაკვაძეებს დავით დარჩიას გამარჯვება სურთ, ძმებ ჭანუყვაძეებს კი გიორგი ღურჯუმელიძის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share