ნიკო კვარაცხელიას საფლავიდან, სავარაუდოდ ყვავილები მოიპარეს

ნიკო კვარაცხელიას საფლავიდან, სავარაუდოდ ყვავილები მოიპარეს. მოკლულის დედა, იზა ომაძე ფეისბუქზე 12 საათის სხვაობით გადაღებულ სასაფლაოს ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დამილოცე უფალო
იქიდანაც დაგიპურებთ თქვენს მიერ გაღატაკებულ მოსახლეობას ჩემი ბიჭი
უფალო არავის გამოაცდევინო ასეთი ლუკმის გემო
12 საათის სხვაობით მშვენიერი ვეღარ არის ცხოვრება” წერს იზა ომაძე.

ცნობისთვის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.

2022 წლის 15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით,  მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით. ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ კიდევ ერთი პირი ცნო.

2023 წელს, სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share