ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი ნელ-ნელა ეგუება დაშვებას, რომ ის შეიძლება დამარცხდეს უკრაინასთან კი არა, მთელ მსოფლიოსთან და, იწყებს შავი ზღვის ფლოტის გადარჩენის ოპერაციას!.. ანუ, ამზადებს პლაცდარმს, რომ როცა ყირიმიდან გააგდებენ, სადღაც განათავსოს საკუთარი შეიარაღებული ძალები!.. საზღვაო ფლოტი!!!ამ თვალსაზრისით უნიკალური ალტერნატივა სწირედაც რომ ოჩამჩირეა!..და…და ახლა ერთ ძალიან საინტერესო მოსაზრებას შემოგთავაზებთ – ჩვენთვის კარგი იქნება, თუ საომარი მოქმედებები უკრაინაში … გაგრძელდება!დიახ, უკრაინაში ომის გაგრძელება ჩვენს ინტერესებშია! მეტიც, ჩვენს ინტერესებშია ომის გაგრძელება მას შემდეგაც, როცა რუსეთი შეწყვეტს საბრძოლო ოპერაციებს უკრაინაში, მაგრამ არ აღიარებს მარცხს და ყირიმს თუ აზოვის ზღვის უკრაინულ ტერიტორიებს შეუტებს სწორედ… ოჩამჩირედან!ამ შემთხვევაში ისედაც ჩვენი პარტნიორი უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ჩაკვლას იმჯერზე არა უკრაინის, არამედ, სულ სხვა ქვეყნის – დე-იურე საქართველოს ტერიტორიაზე!.. ეგეც შენი კონფლიქტის გადაწყვეტის მექანიზმი.” – აცხადებს ტაბლიაშვილი.