ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ კალანდაძის თანამდებობიდან განტავისუფლებას ოზურგეთში დიდი გამოხმაურება მოყვა და საზოგადოების უმრავლესობა მომხდარს აპროტესტებს
“ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილებაში გავთავისუფლდე მძიმე რუტინისაგან, გულწრფელი მადლობა…” ასე გა,ოეხმაურა თავად აწ უკვე სკოლის ყოფილი დირექტორი ამ გადაწყვეტილებას,
ღ ი ა წ ე რ ი ლ ი
საქართველოს განათლების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს…
გუშინ განათლების სამინისტროს ერთი გადაწყვეტილების პასუხად ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის (აწ უკვე ყოფილი) დირექტორი Tariel Kalandadze წერს: „ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილებაში, გავთავისუფლდე მძიმე რუტინისაგან, გულწრფელი მადლობა…“
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო ვუწოდეთ…რადგან დღეს, დემოკრატიის პირობებში, წაგვართვეს არჩევანის უფლება, ორი კანდიდატიდან ერთი დაგვესახელებინა… გვაქვს საშინელი პროტესტის განცდა და იცით, რატომ? ტარიელ კალანდაძის მსგავს პროფესიონალებს ასე არ უნდა “მასპინძლობდნენ“ … ჩვენ გვყავდა საგანმანათლებლო ლიდერი, სკოლის დიდებული მცოდნე, შესანიშნავი აღმზრდელი და ღირსეული კოლეგა… ადამიანი, რომელიც მხოლოდ პატივისცემას და სიყვარულს იმკიდა.. და განა მხოლოდ ჩვენგან, მისი კოლეგებისა და მეგობრებისაგან?! მშობლებისა და მოსწავლებლებისაგან?! ყველასგან, ვინც იცნობდა ამ უანგარო და კეთილშობილ ადამიანს… ამ მოსაზრების დასტურად გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სოციალურ ქსელში ბატონი ტარიელის განცხადების კომენტარებიდან: ‘’საუკეთესო,სამაგალითო დირექტორი,თუ ვინმეს ქვეყნის წინსვლა უნდა,თქვენნაირებს უნდა ეძებდეს დირექტორად’’….’’ვერ წარმომიდგენია მეოთხე სკოლა უთქვენოდ … ‘’მოულოდნელი და გულსატკენი ამბავი თითოეული ჩვენგანისთვის.’.. „ტარიელ, ნეტავ რატომ აღარ მიკვირს?????!!!!! შენ შენი უკვე დაამტკიცე, მეგობარო, და არც აღარაფერი გაქვს ვინმესთვის დასამტკიცებელი! შენ შენი ნიშა შექმენი და ამას ვერავინ , ვერაფერი შეცვლის! ‘’ეს წლები, თქვენი წარმატებებით გავლილი, ყველასათვის საამაყოა.’’ ‘’გვიყვარხართ ‘’„რთული იქნება უთქვენოდ …საუკეთესო დირექტორი, ნამდვილი ინტელიგენტი… სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, ვინც ეს მიიღო.’’ ,თქვენზე უკეთესი პროფესიონალი და ადამიანი მე არცერთ საქმეში მეგულება. ,, თქვენ ხართ, იყავით და იქნებით მუდამ ჩვენი სკოლის სახე და სიძლიერე. ძალიან ვწუხვარ, რომ მომავალ თაობებს ისე ძლიერ ვეღარ გაუმართლებთ, როგორც მე და სხვა მეოთხესკოლელებს. თქვენ გამო მიხაროდა სკოლაში მოსვლა და თქვენი დამსახურებითა და იმედით არცერთი გამოწვევის მეშინოდა. ყველაზე პასუხისმგებლიანი, ორიგინალური, სამაგალითო, უმაგალითო და საამაყო ხართ, მიყვარხართ უკიდეგანოდ” … ‘’გაოგნებული ვარ…თქვენს გარეშე ეს სკოლა ვერ წარმომიდგენია, ბატონო ტარიელ.სიტყვები არ მყოფნის.თქვენ ხართ საუკეთესო საუკეთესოთა შორის .ადამიანობის უდიდესი მაგალითი,’’ ‘’ ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა თქვენ, ძალიან გულიანო, უანგარო, კეთილსინდისიერო, ერთგულო, ჩემი ცხოვრების მასწავლებელო…’’ ‘’ვერ ვხვდები ამ გადაწყვეტილების არსს.. უმაგრესი დირექტორი, მეგობარი.,მე-4 საჯარო სკოლის ამღორძორძინებელი“, „საუკეთესო , იშვიათი ღირებულებებით და თვისებებით შემკული ადამიანი , დირექტორი, მეგობარი, საქმის ერთგული , შრომისმოყვარე….ჩემი გულწრფელი პატივისცემა და ერთგულება თქვენ. წარმატებები ყველა სამომავლო საქმეში…’’ „სამაგალითო, ნიჭიერი ,გულისხმიერი, კეთილი… სკოლის აღმშენებელი…““ მრავალი კეთილი წვლილის შემტანი …მადლობა, ბატონო ტარიელ ,უამრავი მადლობა თქვენ…“ „ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ბატონო ტარიელ! საუკეთესო ადამიანი , საუკეთესო დირექტორი! ეს დიდი უსამართლობაა. დასანანია, რომ ასე უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს სკოლის , პედაგოგთა , მოსწავლეთა ქომაგი დირექტორი. ბატონო ტარიელ, ვამაყობ, რომ ჩემი შვილების სკოლის საუკეთესო დირექტორი ხართ…“
ვფიქრობთ, ეს არგუმენტები საკმარისია იმის დასტურად, რომ განვაცხადოთ: ასეთ ადამიანებს სამინისტრო ვერ ხედავს…
ჩვენ ვხედავთ ,ამიტომაც გვიყვარხართ და ვართ თქვენ გვერდით,ჩვენო დირექტორო…
ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგები...
წარმოუდგენელია ეს სკოლა ბატონი ტარიელის გარეშე. ჩემი, ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი. ზუსტად ვიცი ეხლა თითოეული ბავშვის, მშობლის და გულშემატკივრების გულში რაც ხდება ზუსტად ვიცი ისეთი ვერასდროს იქნება მე-4 საჯარო სკოლა როგორიც იყო აქამდე უდიდესი პატივისცემა და მადლიერება თქვენ ჩემგან ბატონო ტარიელ
ჩემთვის ვინმეს, რომ ეკითხა, როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი, მასწავლებელი, მოქალაქე, პატრიოტი, მეგობარი და ადამიანი, ლიდერი და ენთუზიასტი, მუდმივად პროგრესული და ძალიან თანამედროვე, ყოველთვის საინტერესო, გულისხმიერი და ტოლერანტული, მისაბაძი და სამაგალითო, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ ეს არის ბატონი Tariel Kalandadze მე მას ვიცნობდი, როგორც მოსწავლე და დღეს ვიცნობ, როგორც მშობელი.ეს ურთიერთობა გრძელდება 30წელზე მეტია და არასდროს არ დამიკარგავს აღტაცებული პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ.ის იყო მონაწილე და მხარდამჭერი ჩემი და ჩემი შვილების ყველა წარმატებასა და წარუმატებლობაშიმან,სწორედ მან, ნანგრევებზე შექმნა სკოლა, სადაც ყოველი მხრიდან მოიჩქაროდნენ ბავშვები და ნდობით ანთებული მათი მშობლებიჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და დიდი სიყვარული თქვენთქვენ გვჭირდებით ჩვენ!ჭირდებით ქვეყანას, მაგრამ მე მგონი აღარც ჩვენ ვართ და აღარც ქვეყანა…
სამწუხაროა ჩვემ ქვეყანაში ესეთი ფაქტები რომ ხდება!! ბევრი უსამართოლობაა! ბატონო ტარიელ თქვენ ხართ ადამიანი!
პს: რამდენჯელ მითქვავს რომ მეკითხებოდენ სად ცხოვრობ ნატანებელი ვარ .. ააა.. ტარიელიც ნატანებელია ხო!? ამაყად მითქვავს და ვიტყვი დიახ ნატანებელიათქო!! და დამიყოლებია ჩემი საუკეთესო მეგობრის მამათქო!
მემაყებით..
თქვენ უიშვიათესი პროფესიონალი და უერთგულესი მეგობარი ხართ!
ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ტარიელ
რთულია იპოვო ადამიანი,რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაგეხმარება ცხოვრების გასაღები გაპოვნინოს.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს უამრავი შანსი მომცა.
მეც და ნებისმიერ მოსწავლეს ვისაც ამ სკოლაში უსწავლია ყველაზე მთავარი, თანასწორობა გვასწალა.
პროფესიულ ასპარესზე მთავარი კარი გამიღო და ყველა წარმატება რაც ამ დრომდე მიმიღწევია,მისი დამსახურებაა.
მადლობა!
ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი გავიგე… ფასდაუდებელია მისი შრომა, რასაც წლების განმავლობაში ასრულებდა. ერთ-ერთი საუკეთესო კადრი დაკარგა განათლების სისტემამ. ) ასე ნელ-ნელა გვეცლებიან პროფესიონალები… საბოლოოდ, სადაც მივალთ, კი ვნახავთ.
დიდი პატივისცემა და მადლობა, ბატონ Tariel Kalandadze-ს.
ვერ წარმომიდგენია, მე-4 სკოლა მის გარეშე
მე-4 სკოლა თქვენს გარეშე ვერ წარმომიდგენია……… წარუშლელი კვალი დატოვეთ სკოლის ისტორიაში. სამწუხაროა, რომ ასე ექცევა სახელმწიფო თქვენნაირ სკოლისთვის თავდადებულ და ბავშვებისთვის უზომოდ საყვარელ დირექტორს. საშინელება არ გაითვალისწინონ ბავშვებისა და მათი მშობლების სურვილი დაუბრუნდეთ სკოლას. იმ სკოლას რომელიც ყოველთვის თქვენ სახელთან იქნება ასოცირებული. დასანანია სახელმწიფო უამრავი ადამიანის ნების წინააღმდეგ სკოლასა და მომავალ თაობას “ვიღაცას” ანდობდეს.ულევი წარმატება თქვენ ,ძალიან მიყვარხართ,გაფასებთ და მენატრებით Tariel Kalandadze