ანალიტიკოსი არჩი გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„ხელისუფლებას რომ ჰკითხო:
– თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ხელისუფლების წყალობით იქნება.
– თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ევროკავშირის და ოპოზიციის ბრალი იქნება.
ოპოზიციას რომ ჰკითხო:
– თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ხალხის წყალობით იქნება და არანაირად ხელისუფლების.
– თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ცალსახად ხელისუფლების ბრალი იქნება.
ჩვენი ლოგიკურობით სავსე პოლიტიკური სპექტრი“ – წერს გამზარდია.