”შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის გაიხსნა მხოლოდ რუსული აგრესიის გამო და მე არ ვიცი რამდენი ხანი იქნება იგი ღია. ტრაგედია იქნება თქვენი ხალხისთვის, თუ თქვენ ვერ გამოიყენებთ ამ ფანჯარას. თქვენ შეიძლება რუსეთის უკანა ეზო აღმოჩნდეთ, როცა დაიხურება შესაძლებლობების ფანჯარა.
[…] ფანჯარა ღიაა, უკრაინელები იხოცებიან ყოველ დღე, გაძლევენ თქვენ შანსს, განახორციელოთ დემოკრატიული რეფორმები, დაუახლოვდეთ ევროკავშირს. ვფიქრობ, რომ თქვენ გამოიყენებთ ამ ფანჯარას, გააკეთებთ იმას რასაც საჭიროა და დაუახლოვდებით ევროკავშირს. მაგრამ თუ არ მიიღებთ სტატუსს წელს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ზურგს შეაქცევს საქართველოს. რამდენადაც გეოპოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს, ევროკავშირი იქნება ღია, მხარს დაუჭერს თქვენს დემოკრატიულ რეფორმებს.”