“რუსებზე ბოროტი ნაცია არ არსებობს და არანაკლებია მათი ქართველი დამქაშები”

“მაიორი გინტური, მე ვფიქრობ, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, უკვე გმირია, მაგრამ როგორც მოქალაქეს, რომელსაც სურს, ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრობდეს, მირჩევნია, ასეთი გმირები არ არსებობდნენ… გმირები, რომლებიც ეწირებიან უკუღმართობას. ოჯახსაც შეგიძლიათ შეეკითხოთ და ჩვენც ამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, ბატონი თამაზის შვილებს ცოცხალი მამა ურჩევნიათ თუ გარდაცვლილი გმირი? მაგრამ დაუსჯელობას ყოველთვის ეს შედეგი მოაქვს”, – ამბობს რეჟისორი სანდრო ელოშვილი, რომელიც მავთულხლართებთან მცხოვრები ხალხის დასახმარებლად არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს…

თამაზ გინტურის ძმა – გივი გინტური ძმის მკვლელების დასჯას ითხოვს:

„ჩემს ძმას, თამაზ გინტურს, დაზარალებულის სტატუსი მისცეს. ვიცი, რომ მკვლელმა დავიდოვმა გვარი და სახელი შეიცვალა. ოჯახი 2 ადამიანზე საუბრობდა. მგონი, საგამოძიებო უწყებას ჩემზე კარგად ეცოდინება, ვინ არიან მკვლელები. ოჯახი ვითხოვთ გადმოცემას და სასტიკად დასჯას. ჩვენმა მთავრობამ უნდა გაასამართლოს, მაგრამ… ხელისუფლება რას ამბობს და რას – არა, არ მაინტერესებს. ვიცი, რომ ჩემს ძმას ჩაუსაფრდნენ და დაცხრილეს. მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას“, – განაცხადა გივი გინტურმა.

თავიანთი მოსაზრება ”კვირის პალიტრას” გაუზიარეს ხატვარმა – გია ბუღაძემ და სპორტსმენმა, მსახიობმა – გეგე სულხანიშვილმა…

გია ბუღაძე, მხატვარი:

– ღირსეული სახელმწიფო მოახერხებდა დაესაჯა, მაგრამ ღირსეულ სახელმწიფოებში მსგავსი რამეები არც ხდება, ასე არ გიკლავენ ადამიანებს, შენს მოქალაქეებს… რა თქმა უნდა, ბატონი თამაზის ძმა აბსოლუტურად მართალია, გულწრფელია და მას ყველანაირად ვეთანხმები. ღირსეული ქვეყანა რომ ვიყოთ, დაისჯებოდა ის არაადამიანი, მკვლელი, რომელმაც ესროლა. მან, პირდაპირი გაგებით, დავალება შეასრულა, რადგან ჩასაფრებით მოკლა… თან ის ფაქტი, რომ ორი ქართველი აიყვანეს, საპირწონედ გააკეთეს. ასე თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ეგ ადამიანები „დაკონსერვებული“ ჰყავდათ, იმისთვის შემოინახეს, რომ შემდეგ ასე მოქცეულიყვნენ. როგორც თამაზ გინტურზე ინადირეს, ჩაუსაფრნენ და მოკლეს, ახლა ისე ინადირეს და ჩაუსაფრდნენ ამ ორ ქართველს… რომ თქვან, აი, ჩვენ გვყავს თქვენი ორი სნაიპერი, რომლებიც 300-დოლარს იღებენ თითო რუსის მოკვლაში და რამდენი რუსი ჰყავთ მოკლული, ხომ ხედავთო… დაახლოებით, ასეთი რამეა და ყველაფერზე კარგად ჩანს, რა და როგორ; ბოლომდე აქვთ გათვლილი.

რუსებს ყველაზე ბოროტი და სატანური ზრახვები ამოძრავებთ. საერთოდ, ამაზე დიდი ბოროტი ხალხი არც ვიცი, რაც რუსები არიან. ეს არის დამნაშავე ერი და ის ქართველიც, რომელიც პრორუსულ პოზიციას ატარებს, თუნდაც სიფრთხილის ეგიდით, საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს მიწაში დებს…

ქართველი დამქაში, ვინც მათ მხარეს დგას და ამბობს, რომ თურმე, ქართულ ტაძარზე ქართული დროშა არ უნდა ავაფრიალოთ და ის კარი არ უნდა შევაღოთ, რომელიც რუსებმა დაგვიკეტეს, იმავეს სჩადის…

გამოდის გორის საკრებულოს მდივანი – დავით რაზმაძე და ამბობს, ტაძარში მიდიან, იქ დებოშებს აწყობენო… ამ კუთხით თუ შევხედავთ, საქმე ქართველი ერის ცნობიერების გათახსირებასთან გვაქვს! ან ეკლესიის მესვეური – ჯაღმაიძე რომ გამოდის და, – ქართული დროშის დაკიდება არ შეიძლებოდაო…

როგორ შეიძლება ქართულ ეკლესიას წარმოადგენდე და ამბობდე, ქართული დროშის აფრიალება არ შეიძლება ქართულ ტაძარზეო… ეს თქვეს ამათ და უფრო უარესებსაც იტყვიან! საქართველოს საზღვრებს, ტაძრებს და ისტორიას, თურმე, ერთი-ორი რუსის გადარჩენა ურჩევნია… ქვეყანა, რომელსაც ჰყავდა კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია…

ცნობისთვის, ჩემი ქალიშვილი მისი პირდაპირი შთამომავალია, დედის მხრიდან, ამბროსი ხელაიას ნივთები, ხელნაწერები მაქვს სახლში და კარგად ვიცი, ვინ იყო. წმინდა კირიონმა და ამბროსი ხელაიამ თავი შესწირეს და დღეს რომ ესენი ამ ეკლესიის სახელით გამოდიან, აღარც ვიცი, რას ნიშნავს, სახელიც არ დაერქმევა! ღირსეულ სახელმწიფოში მკვლელი უკვე აქ იქნებოდა, სასამართლოს წინაშე, მაგრამ სასამართლოც არ გვაქვს, რაც გაქვს, კი ვიცით…

გეგე სულხანიშვილი, მსახიობი:

– პირადად მე, ორივე ხელი ამიწევია! ეჭვი მეპარება, ის დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ მაგაზე თანახმა რომელი ქართველი არ იქნება?!

– ეჭვი რატომ გეპარებათ?

– “დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალიო”, ხომ გაგიგონიათ? ამას ვამბობ, თორემ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ! რაღაც პროცენტიც არ არსებობს, ჩვენ დაგვითმონ და თავიანთი ხალხი გადმოგვცენ. იტყვიან, ჩვენ დავსაჯეთო…

შეიძლება, ცოტა ხანი მართლაც მოათავსონ საპატიმროში და მაგით დასრულდეს, ეგრე ჩაივლის ეგ ამბავი… ჩვენი, ქრისტიანული ტაძარია და შეიძლებოდა საყვედური ეთქვათ, თუ მისი ქცევა არასწორი იყო, მაგრამ კაცის მოკვლა ამის გამო, აღარაფერში ჯდება, საერთოდ, სიტყვებიც ზედმეტია… ეგენიც კი იტყვიან, ჩვენც ქრისტიანები ვართო, მაგრამ ამას ქრისტიანობა ჰქვია?!

საერთოდ, ნამუსზე ხელი აქვს აღებული ჩვენს მეზობელ ქვეყანას!

– როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ღირსეული სახელმწიფო?

– დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფო მკვლელების გადმოცემას მოითხოვს, მაგრამ მოთხოვნა ერთია და დაკმაყოფილება – მეორე. ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს, სხვანაირად წარმოუდგენელია!

სანდრო ელოშვილი, რეჟისორი:

– თამაზ გინტურის მკვლელების დასჯა საქართველოს მხრიდან ღირსების ამბავია, ხოლო გამოძიება და მცდელობა, რომ საქართველოს გადმოეცეს დამნაშავეები – იმის ნიშანი, ვცხოვრობთ თუ არა სახელმწიფოში. მაიორი გინტური, მე ვფიქრობ, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის უკვე გმირია, მაგრამ როგორც მოქალაქეს, რომელსაც სურს, ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრობდეს, მირჩევნია, ასეთი გმირები არ არსებობდნენ… გმირები, რომლებიც ეწირებიან უკუღმართობას. ოჯახსაც შეგიძლიათ შეეკითხოთ და ჩვენც ამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ – ბატონი თამაზის შვილებს ცოცხალი მამა ურჩევნიათ თუ გარდაცვლილი გმირი? მაგრამ დაუსჯელობას ყოველთვის ეს შედეგი მოაქვს…

გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა ძლიერი ისრაელის სახელმწიფო, გავიხსენოთ გოლდა მეირი და მისი მთავრობა, როგორ ყველანაირი საშუალებით და გზით ნადირობდა ნაცისტებზე. “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”… ძველი აღთქმა ასე გვასწავლის და არა იმიტომ, რომ ის ბოროტებისკენ და სისასტიკისკენ გვიბიძგებს, არა! ეს ხერხია განზრახ დანაშაულის პრევენციისთვის…

ასე რომ, ახლა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესია, იზრუნოს თამაზ გინტურის მკვლელების დასასჯელად და ამას ოჯახის შეხსენება და პროტესტი არ უნდა სჭირდებოდეს.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share