კატარის ხელისუფლებისა და “იუნისეფის” დახმარებით უკრაინელი არასრულწლოვანი სამშობლოს დაუბრუნდა

კატარის ხელისუფლებისა და “იუნისეფის” დახმარებით უკრაინელი არასრულწლოვანი სამშობლოს დაუბრუნდა

გასულ წელს უკრაინული ქალაქ მარიუპოლიდან გატაცებული არასრულწლოვანი ბოგდან ერმოხინი სამშობლოს საკუთ-არ დაბადების დღეს დაუბრუნდა

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და ერმოხინისა და მისი დის ერთობლივ სურათსაც ავრცელებს

რუსეთის სპეცსამსახურებმა ის მოსკოვის გარეუბანში ერთ ერთ ოჯახში გააშვილეს, თუმცა ბოგდანმა გაქცევა შეძლო და ის ბელარუსი უკრაინის საზღვარზე დააკავეს და კვლავ უკან დააბრუნეს

ერმოხინმა ასევე შეძლო უკრაინის პრეზიდენტისათვის წერილის მიწერა და დახმარების თხოვნა

რუსებს უკრაინიდან ერმოხინის მსგავსად ოფიციალურად 50 ათას ბავშვზე მეტი ჰყავთ გატაცებული, არაოფიციალურად კი უკრაინიდან გატაცებული არასრულწლოვანების რაოდენობა 200 ათასს აღემატება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share