საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო დროებით გადაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება.
„ქალაქ ვლადიკავკაზსა და სოფელ ლარსს შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია 2023 წლის 24 ნოემბრის 17:20 საათიდან შემდგომ გაფრთხილებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუარესებაა, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების შეუძლებლობა, ასევე ქართველი მესაზღვრეების რეკომენდაციების გათვალისწინება.
საქართველოს სამხედრო გზა არის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც აკავშირებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს რუსეთის ფედერაციასთან.
წყარო: spnews.io