რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ყოფილი პრემიერმინისტრი მიხაილ კასიანოვი “უცხოური აგენტების” სიაში შეიყვანა. პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსმა კასიანოვმა რუსეთი 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაგმო.
“ბატონი კასიანოვი ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას და იყო რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრი, ასოციაციის, რომლის საქმიანობაც მიზნად ისახავს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის დისკრედიტაციას”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაპირველად, რუსეთში “უცხოური აგენტების” კანონი გამოიყენებოდა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ფინანსდებოდნენ სხვა ქვეყნებისგან, თუმცა ამჟამად კანონი მოიცავს ინდივიდებსა და მედიას, იქნება ეს რუსული თუ უცხოური, რომლებიც მიჩნეულია, რომ “უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფებიან.”