საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეთერში მმართველი პარტიის მიერ გატარებულ პოლიტიკურ რეჟიმთან დაკავშირებით საუბრობს აღნიშნავს, რომ “ოცნებამ” ქვეყანა სალაფავად აქცია”.
სანიკიძის თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის მთავრობა ქართველი ხალხის ხმების მოსყიდვას ცდილობს, ამიტომ დროა, საზოგადოება გამოფხიზლდეს და სწორი არჩევანი გააკეთოს.
”ყველა ქმედება ხელისუფლების ადასტურებს შიშებს და ფობიებს პერსონების, პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, გარე ფაქტორების მიმართ. მთლიანად შიშზე არის აწყობილი და არანაირი ლოგიკა არ არსებობს. არ შეიძლება საკუთარი სამშობლო სალაფავად აქციო. ამათმა ეს ქვეყანა სალაფავად აქციეს, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ჩვენი მოსახლეობის რაღაც ნაწილი არის 1861 წელს რომ ალექსანდრე მეორემ გააუქმა ყმა-გლეხობა, ზოგი მაინც დარჩა ფსიქიკურად ასე. არ აინტერესებთ, კიდევ ერთი რამ გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა სახელმწიფო არ იცის”, – აღნიშნა სანიკიძემ.