“თუ ვინმე ასაფლავებს დემოკრატიას საქართველოში, ეს პოლიტიკური ძალა ნამდვილად არის “ქართული ოცნება” – ამის შესახებ განცხადება პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ 2024 წლის არჩევნებისთვის ქართველი ხალხის ხმების მოსყიდვის მცდელობა განპირობებულია ძალაუფლების ლეგიტიმაციის დაკარგვით.
”თუ ვინმე ასაფლავებს დემოკრატიას საქართველოში, ეს პოლიტიკური ძალა ნამდვილად არის “ქართული ოცნება”. ჩვენ ვნახეთ ნოდარ მელაძის საგამოძიებო სიუჟეტი, სადაც მესაფლავეებად ჰყავთ თავიანთი აქტივისტები გაფორმებული. მთელ სახელმწიფო რესურსებს იყენებენ იმისთვის, რომ საარჩევნო პირამიდა ააგონ. საარჩევნო პირამიდის აგება 2018 წლიდან დაიწყო, რაც მათ ლეგიტიმაცია დაკარგეს”, – აღნიშნა ფარულავამ.