დღევანდელი ქართული პოლიტიკა არის მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზი და არა რეალური ცვლილებების – ჩაჩანიძე

„დღევანდელი ქართული პოლიტიკა არის მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზი და არა რეალური ცვლილებების ასპარეზი“, – ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტიმა ნოდარ ჩაჩანიძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

ჩაჩანიძის შეფასებით, ქვეყანაში ავტორიტარული სისტემა ჩამოყალიბდა, საზოგადოება კი ვერ ხედავს ძალას, რომელიც სიტუაციას შეცვლის.

”’საჭიროა ის, რომ პოლიტიკა გახდეს არა მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტი, არამედ გახეს ცვლილებების რეალური ინსტრუმენტი და დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს განცდა იმის, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა არის მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზი და არა რეალური ცვლილებების ასპარეზი და სამწუხაროდ, ვერ ხედავენ იმის შანს, რომ ვიღაც მოვა და დათმობს სასამართლო ხელისუფლებას და შექმნის სამართლიან სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ყველას ჯიბეში ედო ეს სასამართლო,“ – ამბობს ჩაჩანიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share