“9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც შევუერთდებით,” – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
”…მე ვიცი, რომ ამ დღეებში, ძალიან ბევრ ადგილას [გაიმართება] სხვადასხვა ინიციატივები რომლებიც ერთად გროვდება და ესეც არის საზოგადოების ნიშანი, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით, 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ასევე შევუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან იმისთვის, რომ ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როცა ჩვენ რამოდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.