სტალინის პირადი მკითხავი ნატალია ლვოვა – რა მოხდა ბელადის კაბინეტში და რას ურჩევდა ექსტრასენსი საბჭოთა დიქტატორს

ისტორიკოსთა მტკიცებით, საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანი იყო. მას სჯეროდა მკითხავების, ნათელმხილველებისა და ექსტრასენსების. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, დიდ ბელადს პირადი ექსტრასენსი ქალბატონი, ნატალია ლვოვა ჰყავდა. როგორც ამბობენ, სტალინის ბრძანებით ნათელმხილველი სპეციალური რეისით, სანკტ-პეტერბურგიდან სტალინთან ჩაიყვანეს.

მისტიკით ყველა ინტერესდებოდა

გასული საუკუნის დასაწყისი კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ ბუნდოვან პერიოდად ითვლება. რევოლუციების მიუხედავად, მისტიკითა და ოკულტიზმით უამრავ ქვეყანაში ინტერესდებოდნენ. გერმანიასა და საბჭოთა კავშირში მსოფლიო ბატონობისა და უკვდავებისთვის წმინდა გრაალისა და სხვა მსგავსი მისტიკური ნივთების აღმოჩენას ცდილობდნენ. ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანები სტალინის გარემოცვაშიც მოიძებნებოდა.

საყურადღებოა, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელიც ხშირად ავიწყდებათ. საბჭოთა კავშირში, სახელმწიფოს პოლიტიკური რეპრესიების მთავარი ორგანოს (ОГПУ) ხელმძღვანელი პარაფსიქოლოგი ალექსანდრ ბარჩენკო იყო. კრემლის ყველაზე საიდუმლო სამსახურის მაღალჩინოსანი ეზოთერიკითა და სხვა მსგავსი “საეჭვო მეცნიერებებით” ინტერესდებოდა.

ისტორიკოსთა მტკიცებით, სწორედ ბარჩენკოს ევალებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ეპოვა, როგორებიც იყვნენ ნათელმხილველები, შამანები, მკითხავები და სხვა.

გარდა ამისა, სწორედ ОГПУ-ს წარმომადგენლები სპეციალურ ოთახში ნათელმხილველებს აწამებდნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ, ნამდვილად იყვნენ თუ არა ეს ადამიანები განსაკუთებული უნარის მქონენი.

მოგვიანებით კი სპეცდანაყოფი დაშალეს, ბარჩენკო თანამშრომლებთან ერთად კი დახვრიტეს.

ექსტრასენზებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ვოლფ მესინგი, რომელიც პირველია, ვინც კრემლში ბელადის პირადი გადაწყვეტილებით მოხვდა.

 

mesing-1701801753.jpeg
სტალინი და ვოლფ მესინგი

 

წინასწარმეტყველი, ექსტრასენსი და ჰიპნოზიორი – ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ თანამედროვეები კაცს, რომელმაც სტალინისა და ჰიტლერის მომავალი წინასწარ იცოდა. აუხსნელი ნიჭის წყალობით, მან პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღებიც დაასახელა. მესინგმა ჯერ კიდევ 1943 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ომი 1945 წლის 9 მაისს დამთავრდებოდა და რაიხსტაგზე წითელი დროშა აფრიალდებოდა.

როგორც ცნობილია, სტალინისა და ბერიას მიერ შედგენილმა საგანგებო კომისიამ წინასწარმეტყველს რამდენიმე გამოცდა ჩაუტარა, რომელიც მესინგმა წარმატებით ჩააბარა. ამის შემდეგ კი მესინგი სტალინის კაბინეტს საკმაოდ ხშირად სტუმრობდა.

სტალინის მარჯვენა ხელი

ნატალია ლვოვა კი, რომელსაც ბელადის პირად ექსტრასენსობასაც მიაწერენ, ფართო პროფილის ქალბატონი იყო. ქალს მკითხაობისა და ექსტრასენსობის გარდა, მესინგის მსგავსად, ადამიანის ჰიპნოტურ ტრანსში შეყვანა შეეძლო.

ac74f0fe9abed0d4771b201d242ec465-cropped-666x854-1701802084.jpg

სტალინის ნათელმხილველზე ჩანაწერები პოეტმა ანა ახმატოვამაც დატოვა. მკითხავი და ჯადოქარი სეანსებზე სპეციალურ ნივთებს იყენებდა. მაგალითად, მას რიტუალის ჩასატარებლად ყოველთვის თან ჰქონდა პატარა დანა, სამკურნალო ბალახით სავსე ქილები, ძველი წიგნები და ფრინველის გამხმარი ფეხები.

ლვოვას მეგობრის, პოეტ ანა ახმატოვას ჩანაწერებით საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ ნატალია ძალიან მისტიური და მომხიბვლავი ქალბატონი იყო. ის ქალაქის ცოცხალ ლეგენდად ითვლებოდა. სანკტ-პეტერბურგში ქალზე ყველა ჩურჩულით საუბრობდა, აღნიშნავდნენ, რომ მას ტელეპატიის ნიჭი ჰქონდა, ფიქრებს კითხულობდა და საკუთარი აზრის შთაგონებაც შეეძლო.

17207862520120604-1701802084.jpg

ისტორიკოსთა მტკიცებით, სტალინმა პირადად ბრძანა ნატალია მოსკოვში ჩაეყვანათ. დიდ ბელადთან კაბინეტში ის მარტო შევიდა, საუბრის დასრულების შემდეგ, სტალინის ბრძანებით ლვოვას კრემლთან ახლოს ბინაც გამოუყვეს. ამბობდნენ, რომ ნატალიასთან შეხვედრის შემდეგ სტალინი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და დიდხანს არ ლაპარაკობდა. ბელადის კაბინეტში რა მოხდა, არავინ იცის თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ ნატალია ლვოვა სტალინის პირადი მრჩეველი გახდა. ამბობენ, სწორედ მან ურჩია ბელადს ნაკლები ფოტოები გადაეღო. სტალინი კი ექსტრასენსის ნათქვამს საკადრო ცვლილებების დროსაც ითვალისწინებდა.

როგორ გაგრძელდა სტალინის პირადი ნათელმხილველის ცხოვრება ყველასათვის უცნობია, რადგან ქალი მოულოდნელად გაქრა და საზოგადოებას მხოლოდ მისი მეგობრის, ანა ახმატოვას მოგონებები შემორჩა.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share