სორაია – ქალი, რომელიც არაფრის გამო ჩაქოლეს

კაცს 14 წლის გოგონას ცოლად შერთვა მოუნდა და თავისი ცოლი, 4 შვილის დედა გაიმეტა… ეს ამბავი ირანის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და შემდეგ მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტებით სავსეა აზიური სამყარო და ქალის სიკვდილით დასჯა ნებისმირი გაუგონარი მიზეზის გამო, რასაც მისი ქმარი, ძმა თუ მამა მოიფიქრებენ, ბევრგანაა ჩვეული ამბავი.

სორაია მ.-ს ჩაქოლვის ამბავი ფრანგმა ჟურნალისტმა ფრეიდონ სეიბჟამამ ამცნო საზოგადოებრიობას თავისი დოკუმენტური წიგნით. შემდეგ კი საირუს ნაურასტემ ფილმი გადაიღო, რომელმაც რამდენიმე კინოფესტივალზე მიიღო სერიოზული კინოჯილდოები.

4 შვილის დედა სორაიას ქმარს, რომელიც ჩვეულებრივი დესპოტი ქმარი იყო, მოულოდნელად მოუნდა, რომ 14 წლის გოგონა შეერთო ცოლად. ცნობილი ამბავია, რომ ბევრ აზიურ ქვეყანაში აპრობირებულია ნაადრევი ქორწინება და არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება.

mshoblebi

ცოლს შესთავაზა, რომ ვაჟებს თვითონ დაიტოვებდა, ცოლსა და მის ორ ქალიშვილს კი სრულიად უსახსროდ დატოვებდა და “ალტერნატივად” სოფლის რომელიმე მამაკაცს უნდა ეღიარებინა “სხვა ცოლად”, პრაქტიკულად საყვარლად – ამის ფასად უნდა გადარჩენილიყო სორაია. თუმცა ქალი, რომელიც თავის დროზე საკუთარმა მშობლებმა გაიმეტეს სხვა კაცისთვის მხოლოდ გაჭირვებს გამო და პრაქტიკულად გაყიდეს, ხვდებოდა, რომ იგივე ბედი მის ქალიშვილებსაც ერგებოდათ. ღირსების და საკუთარი თავის დასაცავად მან უარი თქვა ქმრის შემოთავაზებაზე…

მაშინ ქმარმა სულ სხვა გზა აირჩია, იცოდა რა შარიათის გამაოგნებელი წესები და სოფლის წერა-კითხვის უცოდინარი, ბნელი ხალხის აზროვნება – მან საკუთარ ცოლს და საკუთარი შვილების დედას ღალატი დააბრალა და ყველაფერი გააკეთა, რომ სორაიასთვის ჩაქოლვა მიესაჯათ…

მის ჩაქოლვაში არა მხოლოდ თანასოფლელები და მისი ქმარი მონაწილეობდნენ, არამედ მისი საკუთარი ვაჟებიც, რომლებიც მამამ დედის წინააღმდეგ განაწყო და “ალაჰის სახელით” ღვიძლი დედა გაამეტებინა.

mshoblebi

სორაიას ამბავი ისევე დარჩებოდა გაუხმაურებელი, როგორც ბევრი მსგავსი შემთხვევა, რომ არა მისი დეიდის ზაჰრას მონდომება – სწორედ მან, საკუთარი სიცოცხლის ფასად გაანდო ყველაფერი ფრანგ ჟურნალისტს და ამცნო მსოფლიოს, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ადამიანებად არც აღიარებენ და ჩვეულებრივი ნივთებივით ექცევიან, რომლებსაც უნდათ, ცოლად მოიყვანენ, უნდათ, საყვარლად გაიხდიან და უნდათ, ჩაქოლავენ…

mshoblebi
ეს ნამდვილი სორაიას ერთადერთი, ბავშვობის დროინდელი ფოტოა.
TIA.GE

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share