“უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები… რატომ არ იმსახურებს EU-ს გარეთ მცხოვრები ხალხი ნორმალურ ცხოვრებას და კანონის უზენაესობას?” – ამის შესახებ ბრიუსელში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საუბრობს.
”ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია, თუმცა, ახლა გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები არამხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: ევროკავშირის გარეთ მცხოვრები ხალხი რატომ არ უნდა იმსახურებდეს იმავეს, ნორმალურ ცხოვრებას, კეთილდღეობას, კანონის უზენაესობას და ა.შ,” – ამბობს ნაუსედა.