“რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და გახდეს ვინმეს სატელიტი”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ 21-ე კონგრესზე გამოსვლისას თქვა. ინფორმაციას TASS ავრცელებს.
პუტინის თქმით, რუსეთი ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად მიიღებს, “სხვისი მოთხოვნის გარეშე.”
პუტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთი რუსეთის წინაღმდე „აგრესიის დაწყებისას“ იმედოვნებდა, “ის [აგრესია] წლიდან წლამდე იზრდებოდა – დასავლეთის ელიტა იმედოვნებდა არამხოლოდ რუსეთის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს, არამედ ჩვენი პოლიტიკური სახელმწიფო სისტემის დანგრევას. მათ სჯეროდათ და ახლაც სჯერათ, რომ ჩვენში შიდა არეულობის დათესვა შეეძლოთ”.
გამოსვლისას პუტინმა პარტიის წევრებს “თანმიმდევრობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის” მადლობა გადაუხადა, რადგან მათ პუტინს სახელმწიფოს მეთაურად მისი კანდიდატურის წამოყენებას ერთიანად დაუჭირა მხარი.