საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებულს სოლიდარობას უცხადებს.
დაკავებულმა ლაშა შარუხიამ ადმინისტრაციული საკუთრება, ევროკავშირის დროშა ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.