შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 2024 წელს? – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ცვლილება გარდაუვალია.
როგორც ცისკარიშვილი ამბობს, საპარლამენტო არჩევნებისთვის გადამწყვეტი როლი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს ექნება და სწორედ ამიტომ ჰყავს ხელისუფლებას ის პატიმრობაში.
”ხშირად საუბრობენ ხოლმე, ოპოზიცია სუსტია, რეზულტატებს თქვენ ვერ ანახებთ, რეიტინგებში უკან ხართ, ვნახოთ, ვინ იქნება რეიტინგებში მომავალი წლის ოქტომბერში, როგორი ტალღით წავლეკავთ ამ რუსულ-ქოცურ რეჟიმს.
ასე, რომ თქვენი ინტერაქტივის შეკითხვაზე – აუცილებლად ცვლილება იქნება.
დათმობს-არ დათმობაზე არ არის, ხალხი დაათმობინებს…
რა თქმა უნდა, რთული პროცესებიც გავიარეთ, არჩევნები იყო, ნაწილი გამოეთიშა ასპარეზობას, ჩვენი პარტიის შემადგენლობაში აღარ არიან. მაგრამ მთავარი გამოწვევა ჩვენთვის და მთავარი სირთულე ის არის, რომ ამ გუნდის პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი გვყავს პატიმრობაში და იზოლაციაში და ამ რეჟიმს ყველაზე მეტად ვისიც ეშინია, არის მიშა სააკაშვილი.
თქვენ ახსენეთ ორი ლიდერი და ერთი, თავისი პირადი გადაწყვეტილებით თლის, რომ ასე სჯობია, ჩრდილიდან მართოს, როგორც ხელმწიფემ და მონარქმა, ოლიგარქ იმიტომ არის, რომ ძალიან დიდი ფული იშოვა, მათ შორის საქართველოში და წინა წლებში რუსეთში, როცა რუსი ოლიგარქი იყო და დღესაც რჩება და საქართველოში ის თვლის, რომ მონარქია, ის თვლის, რომ უნდა იყოს ცხოვრების ბოლომდე ქვეყნის მმართველი და მისი მარიონეტები რაღაც სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ თამაშს თამაშობდნენ და გადაჯგუფდნენ. როცა აღარ არის მაჟორიტარული არჩევნები, შეიძლება მათაც დასჭირდეთ კოალიციური პარტნიორი, რომელსაც ჰქმნიან წინასწარ – ხალხის ძალის, გახარიები, ქოცურ დნმ-ზე აღმოცენებული პარტიების სახით.
მიშა სააკაშვილი ამ გეგმებს უქმნის საფრთხეს – „ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილისთვის მიშას ფაქტორია მთავარი საფრთხე,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.