ჩინელი მწარმოებლები დომინირებენ რუსეთთან ისეთი დეტალებითა და აღჭურვილობით ვაჭრობაში, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სასიცოცხლო საჭიროებას წარმოადგენს. ამის შესახებ უკრაინული საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ორ ფაქტზე: აღჭურვილობის მიწოდების ზრდასა და ჩინური საქონლის წილზე რუსულ იმპორტში.
კერძოდ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა 10-ჯერ გაზარდა რუსეთისთვის მაღალი სიზუსტის ჩარხების მიწოდება, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მრეწველობაში შეიძლება იქნას გამოყენებული.
რუსეთის საბაჟოს მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისში ჩინელმა მწარმოებლებმა რუსეთს 68 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მიაწოდეს. უკრაინაში შეჭრამდე, 2022 წლის თებერვლამდე, მარაგების მოცულობა მხოლოდ 6.5 მილიონი დოლარი იყო.
ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე. ამასთან, ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად, პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია და მედიის ცნობით, კრემლს აგრძნობინა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა.
რადიო თავისუფლება