ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ფრანგულ კლუბში, მეცში გააგრძელებს. მიქაუტაძე თავის ყოფილ გუნდში 6-თვიანი იჯარით, 30 ივნისამდე ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის მიხედვით, ფრანგულ კლუბს მიქაუტაძის გამოსყიდვის უფლება 10 მილიონ ევროდ ექნება.
გიორგი მიქაუტაძე ნიდერლანდური კლუბის, ამსტერდამის აიაქსის საკუთრებაა. ფეხბურთელი აიაქსში გასული წლის ზაფხულში სწორედ ფრანგული მეციდან გადავიდა. ამ დრომდე, მიქაუტაძემ აიაქსში 6 თამაში ჩაატარა.
მიქაუტაძემ მეცში 42 თამაში ჩაატარა და 25 გოლის გატანა მოახერხა.