მარიტა მეფარიშვილი დაკრძალეს – 13 წლის მოზარდი სამების ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ ვაკის კორტებზეე გადასვენეს, იქ, სადაც ახალგაზრდა ჩოგბურთელი ყველაზე მეტ დროს ატარებდა.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარეს ოჯახის წევრები, მარიტა მეფარიშვილის ნათესავები, მეგობრები.
მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, უბრალო მოქალაქეებმა.
საჩოგბურთო მოედნიდან უკანასკნელ გზაზე მარიტა ტაშით გააცილეს.