რომელია საქართველოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი – ბოლო მონაცემები

საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე 65.3 კაცია 1 კვ. კმ-ზე. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. შედარებისთვის, 2022 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ.-ზე 64.5 კაცი იყო.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი თბილისია. დედაქალაქში მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე ერთ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე 2,462.5 კა­ცია, რაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებე­ლია.

თბილისის შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ.-ზე 124.6 კაცია, მას მოსდევს – შიდა ქართლი 72.9 კაცით. ამ უკანასკნელს მცირედით ჩამორჩება იმერეთი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე 72.2 კაცს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, ასე გამოიყურება:
  • ქვემო ქართლი – 68.8 კაცი;
  • გურია – 51.3 კაცი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40.1 კაცი;
  • კახეთი – 26.9 კაცი;
  • სამცხე-ჯავახეთი – 23 კაცი;
  • მცხეთა-მთიანეთი – 16.6 კაცი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.9 კაცი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share