“ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს”, – ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი და “ბევრ რამეში გადამწყვეტი” დროა.
“მადლობა ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც სახელმწიფოს ეხმარება, უფრო ძლიერი გახდეს, ჩვენს მებრძოლებს – მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
აქვე, მან გერმანიას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა:
“საჰაერო თავდაცვის რაკეტები, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.