თინა კანდელაკს, ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს „რუსული ენის შევიწროებაზე“ პოსტის გამო.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფო ამას არასდროს პატიობს. აიბაკ სმადიაროვის თქმით, საწყენია, როდესაც ყაზახეთის შესახებ ხალხს არასწორი ინფორმაცია აქვს.
„სახელმწიფო ასეთ რამეს არასოდეს აპატიებს, ის ვერ ჩამოვა ყაზახეთში და თუ ჩამოვა, ვერ შემოვა“, – უთხრა ჟურნალისტებს კანდელაკთან დაკავშირებულ კითხვაზე სმადიაროვმა.
ყაზახეთში, რკინიგზის სადგურებზე დასახლებების ყაზახურ ენაზე შეცვლას აპირებენ და თინა კანდელაკის პოსტის საბაბი ეს ცნობა გახდა. მან Telegram-ში დაწერა, რომ ყაზახეთში, რუსული ენის დევნას ნელი ტემპით, სახელმწიფო დონეზე აგრძელებენ.
ყაზახეთში, 1989 წლიდან სახელმიწფო ენად ყაზახურია აღიარებული, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, ოფიციალური სტატუსი რუსულ ენასაც უნარჩუნდება.